საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეეცდება. გავა თუ არა სესიაზე ორივე კანონპროექტზე ვეტოს დაძლევის საკითხი, დღეს ამას ბიურო გადაწყვეტს.
"საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად უმრავლესობას 89 ხმა სჭირდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ვეტოს დაძლევას უპრობლემოდ შეძლებენ.
კანონპროექტის მიხედვით, იუსტიციის საბჭოს წევრებს უფლებამოსილება შეუწყდებათ და იგი ხელახლა დაკომპლექტდება.
რაც შეეხება ნაფიც მსაჯულთა შესახებ "სისხლის სამართლის კოდექსში" შესატან ცვლილებებს, სავარაუდოდ, კანონის მოქმედი მუხლი ძალაში დარჩება, ვიდრე ამ საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.