პრემიერ-მინისტრი შეიარაღებული ძალების 22 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
რუსთაველის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა ჯარისკაცებს პროფესიული დღე მიულოცა. მან მადლობა გადაუხადა თავდადებისთვის იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საბრძოლო ქმედებების დროს დაინვალიდნენ.
პრემიერმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეთა ღვაწლზეც ისაუბრა.
"ამით, მათ ყველაზე დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენს ყველაზე დიდ სტრატეგიაში, რომელიც არის ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაცია. ჩვენ უნდა გავხდეთ ნატო-ს წევრი ქვეყანა და ისინი, ვინც ავღანეთში მსახურობენ, მათ შეაქვთ ყველაზე დიდი წვლილი ამ საქმეში",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.