,,უნდა მოვახერხოთ და შემდეგ წელს MAP-ი მივიღოთ", -ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რუსთაველის თეატრში განაცხადა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების 22 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას ესწრება.
,,ჩვენ ნატო-ს წევრი ქვეყანა უნდა გავხდეთ და ის ბიჭები, რომლებიც დღეს ავღანეთში სამხედრო სამსახურს იხდიან საკუთარი უსაფრთხოების ფასად, სწორედ მათ შეაქვთ ყველაზე დიდი წვლილი ამ საქმეში. მე თავდაცვის მინისტრთან მქონდა საუბარი, რომ შემდეგ წელს უნდა მოვახერხოთ და MAP-ი მაინც უნდა მივიღოთ. ძალიან მკაცრად დავგეგმეთ, რომ შემდეგ წელს, როდესაც იქნება ნატო-ს საბჭო, ჩვენ უნდა მოვახერხოთ და გადავდგათ მძლავრი ნაბიჯი ამ მიმართულებით", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები