პროკურატურა უშიშროების საბჭოს საქმიანობას სწავლობს. როგორც ,,იმედთან" საუბარში მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განმარტა, მთავარი საგამოძიებო ორგანო უშიშროების საბჭოს იმ პერიოდითაა დაინტერესებული, რომლის დროსაც მას გიგა ბოკერია ხელმძღვანელობდა.
,,საქართველოს პროკურატურაში მრავალი საქმე მიმდინარეობს. მათ შორის ერთ-ერთი გამოძიება შეეხება გარკვეული პერიოდის განმავლობაში უშიშროების საბჭოს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, სახელმწიფო ხარჯების კანონიერებას. ამ მხრივ მიმდინარეობს ჩვეულებრივი საგამოძიებო პროცესი და როცა ეს პროცესი დასრულდება ამის შესახებ საზოგადოებას ვაუწყებთ", _განაცხადა კბილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები