,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი Gგიორგი გაბაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. როგორც გაბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ხელისუფლებას ხვალ დაგეგმილი აქციის ეშინია.
,,მშვიდობიანი აქციასთან" მიმართებაში ხელისუფლება სრულ ისტერიკაშია, რაც გამოიხატება ძალიან კონკრეტულ დევნაში, რომელშიც გამოყენებული არიან სამართალდამცავი უწყებები. პრაქტiკულად ყოველ ნახევარ საათში ერთხელ რეგიონებიდან ვიღებთ ინფორმაციას, რომელსაც მოგახსენებთ: სამეგრელოში ზუგდიდის პოლიციის უფროსი ბატონი ხარებავა მეტსახელად ,,კორმა" და მისი მოადგილე გია ყალიჩავას დავალებით დადიან თანამშრომლები ყოველ შემთხვევაში თავს ასაღებენ პოლიციის თანამშრომლებად და ვისაც თვლიან ,,ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებად ემუქრებიან და აფრთხილებენ, რომ თბილისში არ წავიდნენ. Aასევე სამეგრელოს პოლიციის სამხარეო უფროსის მოადგილე გია ზესაშვილის მიერ შეკრებილი ჯგუფები", -განაცხადა გაბაშვილმა და ჯავახეთში ,,ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების ზეწოლაზეც ისაუბრა.
გაბაშვილის ინფორმაციით, ადიგენის რაიონში ერთ-ერთი სოფლის რწმუნებული, რომელიც 19 აპრილის აქციის ორგანიზებაშია მონაწილეობდა დაკავებულია. როგორც პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გაბაშვილმა განაცხადა რაჭაში, რაჭის პოლიციის უფროსის მეტრეველის დავალებით ხდება ზეწოლა მოსახლეობაზე, რომ ხვალინდელ დაგეგმილ აქციაზე არ წამოვიდნენ.
გიორგი გაბაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით არცერთი დარღვევა არ დაფიქსირებულა თბილისის პოლიციის მხრიდან, თუმცა საქართველოს მასშტაბით ამგვარი დარღვევები ფიქსირდება.