,,ნაციონალური მოძრაობის" მიზანი ირაკლი ღარიბაშვილის სავარძლის შერყევაა", _განაცხადა ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში კახა კახიშვილმა, 19 აპრილს დაგეგმილი აქციის კომენტირებისას.
კახიშვილის განცხადებით, ხვალ დაგეგმილ აქციაზე ,,ნაციონალური მოძრაობა" ისეთი პროვოკაციის განხორციელებას შეეცდება, რომ შს მინისტრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება აუცილებელი გახდეს.
"ნაციონალური მოძრაობის" მოქმედების სტილიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ისინი შეეცდებიან, ისეთი პროვოკაციების განხორციელებას, რომლის შედეგად შესაძლებელი გახდება ღარიბაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დასმა. რა თქმა უნდა, ფანტასტიკის სფეროდანაა, რომ ამის შემდეგ ისინი საკუთარ კანდიდატურას დანიშნავენ ამ თანამდებობაზე, თუმცა მათთვის უკვე მომგებიანია იქნება, თუ შს მინისიტრის პოსტს სხვა დაიკავებს", - აღნიშნა კახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ,,ნაციონალების" მიერ დაგეგმილი აქცია ხვალ, 19 აპრილს გაიმართება.