დღეს, 18 აპრილს, კანადაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია
ფანჯიკიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება თავის კოლეგას, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯონ ბერდს და ასევე კანადის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის სპიკერს. შეხვედრები გაიმართება კანადის თემთა პალატაში შექმნილ მეგობართა ჯგუფისა და ადგილობრივი პრესის წარმომადგენლებთან.
აღსანიშნავია, რომ კანადასთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და მათი ეტაპობრივი გაღრმავება საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ამ ურთიერთობების გაღრმავების სურვილს
ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 2011 წელს ქალაქ ოტავაში საქართველოს საელჩო, საქართველოში კი კანადის საპატიო კონსულის ოფისი გაიხსნა.
აგრეთვე მნიშვნელოვანია, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში კანადის მხარდაჭერა და სავაჭრო ეკონომიკური კავშირების ინტენსიფიკაცია.
მასალის გამოყენების პირობები