ნაძალადევის რაიონში მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ზურაბ ქადაგიძემ თავისი კანდიდატურა კოალიცია ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თამარ კორძაიას სასარგებლოდ მოხსნა. როგორც კოალიცია ,,ქართული ოცნების" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა თამარ კორძაიას კანდიდატურა ერთადერთი უალტერნატივო ძალაა.
,,მე არ მქონდა უფლება, რომ ამ მომეხსნა ჩემ კანდიდატურა და არ დავმდგარიყავი თამარ კორძაიას გვერდით, Eრაც განაპირობა ორმა ფაქტორმა პირველი_ ჩემი შტაბი ხშირად ატარებდა კვლევებს და დადგინდა ქალბატონ თამარის რეიტინგი რომ არის მზარდი და ერთადერთი უალტერნატივო ძალა, ხოლო მეორე_ მე პირველ ოქტომბერსაც ვედექი ,,ქართულ ოცნებას" გვერდში და ვთვლი, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის", როგორც პარტიის სრული დემონტაჟი შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ამ ძალას", -განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ, რომელმაც თამარ კორძაიას წარმატება უსურვა.
შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები სამ მაჟორიტარულ ოლქში ნაძალადევში, ბაღდათსა და სამტრედიაში 27 აპრილს გაიმართება.