საპარლამენტო უმცირესობა 19 აპრილის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, ორი დღის განმავლობაში პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს_ ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ გუშინდელ სესიაზე განაცხადა.
,,უმცირესობა პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას დღეს და ხვალ ვერ შეძლებს და ეს შეეხება კომიტეტებს და პლენარულ სხდომასაც. ამიტომ, წინასწარ მინდოდა ამის თაობაზე ჩვენი კოლეგების ინფორმირება, რომ გაითვალისწინონ", - განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" 19 აპრილს პარლამენტის ყოფილ შენობასთან მასშტაბურ მანიფესტაციას გეგმავს.