გრძელდება ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი.
დილიდან ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს ჩეხეთის პარლამენტის ორივე პალატაში.
დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩეხეთის დეპუტატთა პალატის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის წევრებს, ვიცე-სპიკერ ლუბომირ ზაორალეკს და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, იან ხვოიკას შეხვდა.
ამჟამად კი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის დეპუტატთა პალატის სამოქალაქო-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელს, მარეკ ბენდას ხვდება.
მასალის გამოყენების პირობები