შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ბაჩო ახალაიას მოადგილე გია ლორთქიფანიძე ლაფანყურის მოვლენებთან დაკავშირებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას განცხადებას არასერიოზულს უწოდებს.
როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ლაფანყურის მოვლენებთან დაკავშირებით, ჭეშმარიტებას გამოძიება დაადგენს.
"ადვილად მიმაჩნია მეთანამშრომლა გამოძიებასთან და ყველა დეტალი, რაც ჩემთვის იყო ცნობილი მე გამოძიებას ვითხარი. თუ რამე იქნება გასარკვევი მე მზად ვარ ვითანამშრომლო. დასამტკიცებლად ვიყავი გამოძიებასთან და მაგას ვუთხარი ყველაფერი რაც იყო და როგორც იყო. როგორ გააკეთებდა მერაბიშვილი ჩემი ხელით მაშინ, როცა მინისტრი იყო ბაჩო ახალაია და ყველა დანაყოფის ხელმძღვანელი მაგის დანიშნული იყო, ან ვის რაში სჭირდებოდა ამის გაკეთება?", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
გია ლორთქიფანიძის სახელი სოციალურ ქსელში გავრცელებულ დათა ახალაიას წერილში მოხდა, სადაც ნათქვამია, რომ ლაფანყურის ავანტიურა მისი ძმის წინააღმდეგ დაიგეგმა და გია ლორთქიფანიძის ხელით ივანე მერაბიშვილმა განახორციელა.
საქმეზე გია ლორთქიფანიძე გამოძიებამ უკვე დაკითხა