საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე სომხეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან სერჟ სარგსიანთან და პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან. გაიმართება შეხვედრა საგარეო საქმეთა მინიტრთან ედვარდ ნალბანდიანთან.მოლაპარაკებების მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გარღმავება და თანამშრომლობის შედგომი გაუმჯობესება იქნება.
მხარები ასევე განიხილავენ რეგიონალურ საკითხებს.