საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე შეხვდა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ მრჩეველს, თომას ჰამარბერგს.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესი და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიც არის ასოცირების შესახებ შეთანხმება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია და სხვა.