9 აპრილი ტრაგედიის გარდა ფარისევლობის დღედაც შეიძლება ჩაითვალოს_ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში განაცხადა.
"ფარისევლობაში ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ვიგულისხმოთ რადგანაც თავის დროზე ამ მოვლენების შემდეგ ძალიან ბევრი ცნობილი სახე გაწევრიანდა კომუნისტურ პარტიაში. გარდა ამისა ეს დღე ფარისევლობის დღედ შეიძლება ჩაითვალოს იმ ხალხისგან ვინც კრემლში ტაშ-ფანდურისთვის დადის, ამ ხალხს ვერ მიიღებს ქართული საზოგადოება. "ნაციონალური მოძრაობა" გააკეთებს ყველაფერს რომ არ დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ ჩვენი დამოუკიდებლობის საქმე", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.