საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ შვარცენბერგს შეხვდა. კარლ შვარცენბერგი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს დილით ეწვია. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ჩეხეთს შორის არსებული 20 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და ამ ურთიერთობების გაღრმავების გზები დასახეს.