საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ერიკ რუბინი მყოფება. იგი საქართველოში გამთენიისას ჩამოფრინდა.
ის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობას მიღებს 12 აპრილს დაგეგმილ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში არსებული დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში.
ასევე დაგეგმილი შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დღეს 15:00 საათზე სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.
მანამადე კი ერიკ რუბინმა აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.