ვიზიტის ფარგლებში შვარცენბერგი შეხვდრებს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან და სახელმწიფო მინისტრთან ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილთან გამართავს.
დღეს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 9 აპრილის გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. რის შემდგომაც საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და ჩეხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან ოცი წლისთავთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში შვარცენბერგი ქართველ კოლეგასთან ერთად საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმს დაესწრება და ასევე, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს შეხვდება.