"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ცენტრალური ოფისიდან 9 აპრილის მემორიალისკენ მდუმარე მსვლელობა გამართა.
მსვლელობისას ახალგაზრდებს დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და "რესპუბლიკური პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებმა 9 აპრილის დაღუპულ გმირებს ყვავილებით, სანთლებითა და შავი ყელსახვევებით პატივი მიაგეს. ღონისძიება სიმბოლურად სისხლისფერი ფრანების ჰაერში გაშვებით დასრულდა.
ღონისძიების ორგანიზატორები "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე და მისი თანაგუნდელები იყვნენ.