საქართველოს პრეზიდენტსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრს შორის დღეს პირისპირ შეხვედრა გაიმართა. მიხეილ სააკაშვილმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაცის ინფორმაციით, მათ იმ პროექტებზეც გაამახვილეს ყურადღება, რომლებსაც თურქეთი და საქართველო ერთობლივად ახორციელებს. შეხვედრისას ლიდერებმა განაცხადეს, რომ ის მეგობრული ურთიერთობა, რომელიც საქართველოსა და თურქეთს შორის ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და მთელი რეგიონისთვისაა მისაბაძი, კვლავაც გაგრძელდება.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პირველ პირს სტამბულში დოლმაბაღჩას სასახლეში უმასპინძლა