,,ვურჩევ ბატონ ვანო მერაბიშვილს ჩაიხედოს ლექსიკონში და სიტყვა ინკვიზიციის მნიშვნელობა კარგად გაიგოს", _განაცხადა ჟურნალისტებთან კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ კულტურის სამინისტროში რაბათის ციხესთან დაკავშირებით გამართული დისკუსიის შემდეგ ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ივანე მერაბიშვილის განაცხადების კომენტირებისას
"ადამიანი, რომელიც ჰყოფს ქვეყანას ჩვენ და თქვენ, საქართველოს ზიანს აყენებს. ჩვენ ყველა ერთად ვართ და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ საქართველო", - განაცხადა გურამ ოდიშარიამ და აღნიშნა, რომ კულტურის სამინისტროს მხრიდან არ გაჟღერებულა, რომ ისინი რაბათის ციხის დანგრევას აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტროში რაბათის ციხესთან დაკავშირებით გამართული დისკუსია ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა დატოვა და აღნიშნა, რომ არცერთ მტკაველს რაბათის ციხეში არ დათმობს.
,,მე რომ აქ მოვდიოდი მეგონა, რომ საქმე იყო გაცილებით მარტივად, საქმე ყოფილა ძალიან მძიმედ. Mმე მომეჩვენა, რომ ვიყავი ინკვიზიციის სხდომაზე, მაგრამ მადლობა ღმერთს 21-ე საუკუნეა", _განაცხადა ჟურნალისტებთან მერაბიშვილმა და აღნიშნა, რომ იგი თავის მეგობრებთან ერთად რაბათის გადასარჩენად სპეციალურ მოძრაობას შექმნის.