პარლამენტის ყოფილი შენობის რეაბილიტაციას ,,ორნამენტი", განახორციელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განცხდა.
,,საქართველოს პარლამენტის აპარატმა ამა წლის იანვარში გამოცხადა ტენდერი საქართველოს პარლამენტის შენობაში, რომელიც მდებარეობს რუსთველის რვა ნომერში, ქალაქ თბილისში სარემონტო სამუშაოების დაწყებაზე. ტენდერი ჩვენ გამოვაცხადეთ უჩვეულო ფორმით, გავაკეთეთ ბრიფინგითაც უზრუნველყოფა, რომ დაინტერესებულ კომპანიებს ინფორმაცია ჰქონოდათ, რათა დაგვენგრია ის მახინჯი ტრადიცია, როცა ტენდერში მონაწილეობას იღებდა 2 ან 3 ორგანიზაცია. ტენდერში მონაწილეობა მიიღო 21-მა ორგანიზაციამ. Aამ 21 ორგანიზაციიდან ორი დღის წინ სატენდერო კომპანიამ გამოავლინა გამარჯვებული. ეს არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო ,,ორნამენტი", რომელმაც უნდა დაიწყოს რამდენიმე დღეში, პარლამენტის შენობაში სარემონტო სამუშაოები", -განაცხადა ძიძიგურმა და აღნიშნა, რომ სატენდერო პირობები უკვე შედგენილია და გამოცხადდება ტენდერი პარლამენტის დარბაზების რეკონსტრუქციაზე.
ძიძიგურის განცხადებით ტენდერის ღირებულება ხუთი მილიონი ლარია.