სახალხო დამცველის ანგარიშს პარლამენტში აპრილის შუა რიცხვებში მოუსმენენ. ამის შესახებ, ჟურნალისტებთან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.
,,ანგარიშს პირველ რიგში სჭირდება განხილვა. თქვენ იცით, რომ ჩვენი კომიტეტი განიხილავს სწორედ სახალხო დამცველის ანგარიშს. ჩვენ დავადგეთ თარიღს, ეს იქნება აპრილის პირველი ნახევარი, რომლის შემდეგ ის სხდომაზე იქნება წარდგენილი", -განაცხადა ბესელიამ და აღნიშნა, რომ ანგარიშში წარმოდგენილი არცერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა ყოველწლიური ანგარიში განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს 30 მარტს გადაუგზავნა.