"ქართული მხარის ღრმა შეშფოთებას წვრთნასთან დაკავშირებით, გამოგონილი ხასიათი აქვს. ეს განსაკუთრებით ცხადია დანარჩენი საერთაშორისო საზოგადოების ადრეკვატური რეაქციის ფონზე". ეს განცხადება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელშიც საქართველოს საგარეო უწყებამ შეშფოთება გამოხატა, რუსეთის ფედერაციის მიერ შავ ზღვაში დაწყებულ წვრთნასთან დაკავშირებით.
"მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაშიც საქმე ეხება მორიგ არადამაჯერებელ მცდელობას მიჩქმალულ იქნეს საქმის რეალური მდგომარეობა. ის კი შემდეგნაირია: საქართველო, რომელმაც 2008 წელს კავკასიაში საომარი კონფლიქტი წამოიწყო, დღემდე უარს აცხადებს გააფორმოს იურიდიულად სავალდებულო თავდაუსხმელობის ხელშეკრულება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში იყვნენ მუქარისა და აგრესიული მოქმედებების ობიექტები თბილისის მხრიდან", _ აცხადებს ლუკაშევიჩი და აღნიშნავს, რომ თბილისის ეს მიდგომა და ხაზი ახლახანს ჩატარებულ ჟენევის საერთაშორისო მოლპარაკებებზე დადასტურდა.
"სამწუხაროდ, თბილისის ეს მიდგომა ახლახანს დასრულებულ ჟენევის მოლაპარაკებებზე დადასტურდა სადაც ქართულმა დელეგაციამ კვლავ უარი განაცხადა თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებაზე.
რუსეთის საფრთხის საჯარო გაბუქება საკუთარი კონფრონტაციული პოლიტიკის მიჩქმალვის ფონზე ქართული მხარის მიერ გამოყენებული არახალი მეთოდია. საკმარისია გავიხსენოთ მრავალთვიანი ხმაური რუსეთის შარშანდელ წვრთნებზე, რომლებსაც "საქართველოსათვის სასიცოხხლოდ საფრთხისშემცველად"ასაღებდდნენ. ის რომ თბილისი აგრძელებს შაბლონური პროპაგანდისტური ტრიუკების გამოყენებას , პირდაპირ ვიტყვით, რომ ცუდად ჯდება განცხადებებში, რომლებშიც რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების სურვილზეა საუბარი",_ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი.