აშშ-ში ახალმა ელჩმა არჩილ გეგეშიძემ პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან კონსულტაცია გამართა. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თედო ჯაფარიძე და თინა ხიდაშელი ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ გეგეშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა კონსულტაციის მთავარი თემა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტები იყო.
,,პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციებზე ვიყავი ჩემი ვაშინგტონში ახლო მომავალში გამგზავრებასთან დაკავშირებით და პარლამენტის მიმართულებით რა აქტუალური საკითხები დგას დღის წესრიგში და რა უნდა იყოს ჩემი პრიორიტეტები ვაშინგტონში, _განაცხადა გეგეშიძემ.