საქართველოში ე.წ. თურქი მესხების რეპატრიაციააზე საბოლოო გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული.
როგორც დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დავით ჯანდიერმა განაცხადა, სამინისტრო აღნიშნული მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს.
როგორც ჯანდიერი განმარტავს, ევროსაბჭოში გაწევრიანებისას საქართველომ ამ პრობლემის გადაწყვეტის თაობაზე გარკვეული ვალდებულება აიღო.
"იუსტიციის მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის უკვე გაიმართა შეხვედრა, რომლის დროსაც ამ საკითხებზე იყო მსჯელობა. რამდენადაც ინფორმაციას ვფლობ, მიმდინარებს მუშაობა ამ საკითხის გადაწყვეტის შესახებ და ახლო მომავალში, სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება" - აღნიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.