დღეს, 28 მარტს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დოკუმენტაციის წარდგენის ვადა იწურება.
ამ დროის მონაცემებით, ცესკო-ში დოკუმენტაცია უკვე ექვს საარჩევნო სუბიექტს აქვს წარდგენილი.
მათ შორის არიან - "საქართველოს ლეიბორისტული პარტია", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "საქართველოს მშრომელთა საბჭო", "მერაბ კოსტავას საზოგადოება" და "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა".
2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ნაძალადევის, სამტრედიისა და ბაღდათის ოლქებში კოალიცია „ქართული ოცნების" სიით გამარჯვებულ დეპუტატებს - თეა წულუკიანს, კახა კალაძესა და არჩილ კბილაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება საკანონმდებლოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის გამო შეუწყდათ. ამის გამო, სამივე ოლქში ხელახალი შუალედური არჩევნები 27 აპრილს ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები