რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვაზიანის სამხედრო ბაზაზე დაწყებული ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
"ამგვარი ღონისძიებები რომლებიც ყოველწლიურად ტარდება და რომელსაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორები "ავღანეთში ოპერაციების მომზადებით" ხსნიან მართლაც შეშფოთებას იწვევს", _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ალექსანდრე ლუკაშვიჩი.
მისივე თქმით, "როგორც ცნობილია 2008 წელს საქართველომ კავკასიაში კონფლიქტი დაიწყო და ახლა კატეგორიულად უარს აცხადებს ახალ პოლიტიკურ რეალობასთან შეგუებაზე".
"მიგვაჩნია, რომ თბილსის ნებისმიერი სამხედრო მოქმედება საზღვარგარეთ, რა მოტივითაც არ უნდა ხდებოდეს ის, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის პერსპექტივას ართულებს", _ აცხადებს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი.