,,ამ ეტაპზე გამიჭირდება თქმა დავესწრები თუ არა პრეზიდენტის მოხსენებას", _განაცხადა ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების კომენტირებისას.
,,საკონსტიტუციო ცვლილებები ჯერ იყო პირველი მოსმენით მიიღეს. საბოლო სხდომა, რამდენადაც საქმის კურსში ვარ დანიშნულის ორშაბათს. ცხადია ,ის შეთანხმები რაც ამ კუთხით იყო შესრულდება", -განაცხადა სერგეენკომ, რომელმაც ვერ დააკონკრეტა დაესწრება თუ არა პრეზიდენტის მოხსენებას.
,,ამ ეტაპზე გამიჭირდება თქმა დავესწრები თუ არა, რადგან არ ვიცი ზუსტი თარიღი პრეზიდენტის მოხსენების", _განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით მარტის ბოლოს წარსდგეს.