,,ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე შეგვიძლია საერთო ენის გამონახვა", - განაცხადა ჟურნალისტებთან საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერმა დავით ბაქრაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ პარლამენტში ოპოზიციას დიდი მნიშვნელობა აქვს.
,,მიუხედავად განსხვავებებისა, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფორმით, რომელმაც ერთის მხრივ, დააფიქსირა რომ საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას აქვს მნიშვნელობა და ოპოზიციის გადაწყვეტილების გარეშე მიღებული ვერ იქნებოდა საკონსტიტუციო ცვლილება, მეორე მხრივ, ეს იყო ის ფორმა, რომელმაც გამოაჩინა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებზე შეგვიძლია საერთო ენის გამონახვა", -განაცხადა ბაქარაძემ.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატებმა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები 135 ხმით დაამტკიცეს.