აშშ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას ულოცავს და მიიჩნევს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გზას გაუკვალავს ქართული დემოკრატიის კონსოლიდირებას.
"შეერთებული შტატები ულოცავს საქართველოს ლიდერებს, აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას იმ ფორმულაზე შეთანხმებას, რომელმაც პარლამენტს საშუალება მისცა, პირველი მოსმენით მიეღო კანონპროექტი საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ. აღნიშნული შეთანხმება საქართველოში პოლიტიკურ ჰარმონიას შეუწყობს ხელს. ესაა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გზას გაუკვალავს ქართული დემოკრატიის კონსოლიდირებას", - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.