საკონსტიტუციო ინიციატივა პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნასთან დაკავშირებულ საკითხზე პირველი მოსმენით გავიდა - 135 ხმა არც ერთის წინააღმდეგ.
კენჭისყრამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიღო გადაწყვეტილება სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარების შესახებ. გამოკითხვაში საკონსტიტუციო ინიციატივას 93 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კემჭისყრის შედეგებს დეპუტატები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
პარლამენტის თავმჯდომარემ კი ხალხს გადაწყვეტილების მიღება მიულოცა.