,,ან პარტიულად ივარგეთ, ან ინდივიდუალურად", _განაცხადა პარლამენტში მიმდინარე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრმა დავით ბერძენიშვილმა და ,,ნაციონალურ მოძრაობა" სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა.
,,პოლიტიკურად საკითხი გადაწყვეტილია ინდივიდუალურად მიიღეთ გადაწყვეტილებები. ან პარტიულად ივარგეთ, ან ინდივიდუალურად. მიიღეთ გადაწყვეტილება, როგორც ,,ნაციონალურმა" დეპუტაციამ, ან თითოეულმა თქვენგანმა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე და საკუთარი სინდისის წინაშე პასუხისმგებელმა ადამიანებმა", _განაცხადა დავით ბერძენიშვილმა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო ცვლილებები გავა, ეს ქვეყნის განვითარებისთვის პოზიტიური ნაბიჯი იქნება.