,,საკონსტიტუცო ცვლილებებზე მხარდამჭერის შემთხვევაში მზად ვარ, თითოეული თქვენგანი განვიხილო, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე და არა როგორც მტერი", -განაცხადა კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრმა კობა დავითაშვილმა პარლამენტში მიმდინარე სესიაზე და აღნიშნა, რომ პარლამენტს შესაძლებლობა აქვს, გათავისუფლდეს იმ დამოკლეს მახვილისგან, რომელიც მის თავზე 2004 წლის თებერვალში დაიკიდა.
"ამ შემთხვევაში, იმის მიუხედავად, რომ დარბაზში მყოფ დეპუტატთაგან ზოგმა - პირდაპირ, ზოგმა - კვერის დაკვრით, ზოგმა - დუმილით, სამჯერ მიიღო მონაწილეობა ჩემი მკვლელობის მცდელობაში, მზად ვარ, თითოეული თქვენგანი განვიხილო, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე და არა როგორც მტერი", _ განაცხადა დავითაშვილმა.