პოლიტიკურ პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფებს ცესკო-სთვის განცხადებით მიმართვის ვადა შუალედური არჩევნებისთვის დღეიდან პირველ მარტამდე აქვთ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, არჩევნები ნაძალადევის, სამტრედიისა და ბაღდათის საარჩევნო ოლქებში გაიმართება. ეს ის რაიონებია, რომლებში არჩეულმა კანდიდატებმაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლეს. კერძოდ, დეპუტატის უფლებამოსილება ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ თეა წულუკიანს, სამტრედიის დეპუტატ კახი კალაძესა და ბაღდათის მაჟორიტარ არჩილ კბილაშვილს 2012 წლის ოქტომბერშივე შეუწყდათ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შუალედური არჩევნები 27 აპრილს ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები