გაეროს ბოლო მონაცემების მიხედვით, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების მდგომარეობას ასახავს BusinessInsider ექსპერტებმა თბილისი 28 ყველაზე სწრაფად "მომაკვდავი" ქალაქების რიგებში შეიყვანეს.
გაეროს მონაცემები ეყრდნობა არა მხოლოდ ეკონომიკურ ფაქტორებს, არამედ ქალაქების ცხოვრების მატერიალურ ასპექტებსაც.
არსებული მონაცემების მიხედვით, "ანტირეიტინგში", თბილისი 28 ქალაქს შორის მე-15 ადგილზეა. პირველ ადგილზე კი დნეპროტეროვსკი აღმოჩნდა.
გამოქვეყნებული კოეფიციენტის მიხედვით, თბილისის მოსახლეობა 2025 წლისთვის 7,03%-ით შემცირდება.
რეიტინგში უხვადაა წარმოდგენილი უკრაინის სხვადასხვა ქალაქები, მათ შორის კიევი. ასევე "ანტირეიტინგში" მოხვდნენ: ბუქარესტი, პრაღა, ერევანი, რომი, ჰავანა. თუმცა აღნიშნული ქალაქები რეიტინგში საქართველოზე ქვევით იმყოფებიან და მათ ”კვდომის” ნაკლები პროცენტი აქვთ.