გერმანიის ელჩის ბერლინში კონსულტაციებისთვის გაწვევა ძალიან მკაფიო დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს ხელმძღვანელობისთვის - წერს საერთაშორისო მედია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
7 ნოემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისგან ბერლინის მოლოდინია, რომ “ელჩზე პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული.” სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე კვირის წინ თბილისიდან ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევა “ძალიან ცხადი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის.”
"საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "პეტერ ფიშერი გააგრძელებს ერთგულ საქმიანობას საქართველოში დაბრუნების შემდეგ". მისივე ინფორმაციით, თბილისთან მოლაპარაკებებიც გაიმართა - „ახლა საქართველოს ხელმძღვანელობას მისი ქმედებებით ვაფასებთ. შემდგომ დასკვნებს აქედან გამომდინარე გამოვიტანთ“, აღნიშნა პრესსპიკერმა.