აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეების თქმით, სურთ, რუს ტურისტებს დისკომფორტი შეუქმნან. მათ ტაბიძის ქუჩა სტვენითა და შეძახილებით გაიარეს.
აქციის მონაწილეების ნაწილი რჩება პარლამენტის შენობის წინაც.
ამასთან, „წრიული მარში რუსთაველზე“ - უწყვეტი პროტესტის 346-ე დღეს ავტომობილების მძღოლებმა პროტესტი გამოხატეს.