2011 წლის ბოლომდე ქუთაისს განახლებული, რეკონსტრუირებული ოპერის თეატრი ექნება.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ქუთაისის ოპერის თეატრის ადმინისტრაციიდან აცნობეს, 2011 წლისთვის შენობის რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი დასრულდება, ხოლო 2012 წლიდან სამუშაოს მეორე ეტაპი დაიწყება, რომელიც სცენისა და დარბაზის რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.
ოპერის თეატრის შენობის რეაბილიტაციის პირველ ეტაპს მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინასებს. ამ მინზით ბიუჯეტიდან 3,5 მლნ. ლარი უკვე გამოიყო.