სასკოლო სახელმძღვანელოებისა და სასწავლო ნივთების ფასებთან დაკავშირებით, ლეიბორისტების საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე გაეროს ბავშვთა დაცვის კომიტეტსა და საქართველოს ხელისუფლებას სპეციალური განცხადებით მიმართავს.
კირთაძის განცხადებით, სასკოლო სახელმძღვანელოებისა და სასწავლო ნივთების კატასტროფული ფასები არ არის მხოლოდ სოციალური პრობლემა და არც „მხოლოდ უფლებრივი საკითხი".
„ეს გახლავთ ზოგადეროვნული პოლიტიკის საკითხი და საქართველოს მომავალთან არის დაკავშირებული. კერძოდ; ხელისუფლებისა და განათლების სამინისტროსაგან გაფიარებული ფარსი სკოლის სახელმღძვანელოების მინიმალურ ფასებთან დაკავშირებით არის სრული სიყალბე, სინამდვილეში ეს ფასები კატასტროფულია და მერყეობს 100-დან 260 ლარამდე, რასაც ემატება სასწავლო ნივთების ასევე, კატასტროფული ფასები", - განაცხადა ნესტან კირთაძემ აღნიშნული საკითხისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე.
კირთაძე აცხადებს, რომ განათლების სამინისტრის რეფორმადწოდებული გაუთავებელი ექსპერიმენტების წყალობით, ახალი წიგნების შეძენა ყოველწლიურად სავადებულოა. რაც მხოლოდ მონოპოლიური კომპანიებისა და სახელისუფლებო კლანების ბიზნეს ინტერესებს ემსახურება.
მისი თქმით, აღნიშნული ვითარება შეუძლებელს ხდის, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა უმარვლესობამ თავიანთ შვილებს სრულყოფილი საშუალო განათლება მაინც მისცენ.
„ლეიბორისტული პარტია შემოდის ინიციატვით და მოითხოვს გაუქმდდეს საბაჟო გადასახადი წიგნების საბეჭდ მასალებზე და სასწავლო ნივთებზე, რაც მინიმუმ გაანახევრებს მათ ღირებულებას", - განაცხადა ნესტან კირთაძემ.
კირთაძემ მიმართა ხელისუფლებას, რომ მოწაფეებს და მით უფრო სოციალურიად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლებს უფასოდ გადასცეს სახელმძღვალეოები და სასწავლო ნივთები.
„დიახ, უფასოდ მოწაფეებისა და მათი მშობლებისათვის და შესაბამისი ხარჯი გაიღეთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ; პრეზიდენტის და თბილისის მერის მრავალმილიონიანი სარეზერვო ფონდებიდან, რომელიც დახურულია და იაფფასიან შოუებს, კონცერტებს და მათ გართობებს ხმარდება", - განაცხადა ლეიბორისტების საერთაშორისო მდივანმა.
მანვე მიმართა გაეროს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტს და თბილისის გაეროს ოფისს მონიტორიგნის განახორციელონ საშუალო განათლების სოციალური დაცვის საკითხებზე.
„მივმართავთ გაეროს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტს და თბილისის გაეროს ოფისს, რომ მუდმივი და თანმიმდევრული მონიტორინგი განახორციელონ საშუალო განათლების სოციალური დაცვის საკითხებზე", - განაცხადა ნესტან კირთაძემ.