პალესტინის აღიარება დასავლური ქვეყნების მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯია პალესტინელების საკუთარი უფლებების შესანარჩუნებლად მიწასა და წმინდა ადგილებზე. ამის შესახებ ნათქვამია „ჰამასის“ სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
„ეს აღიარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი პალესტინელი ხალხის უფლების შესანარჩუნებლად საკუთარ მიწასა და წმინდა ადგილებზე, ასევე დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისკენ, რომლის დედაქალაქიც იერუსალიმი იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჰამასმა ასევე აღნიშნა, რომ „ჰამასში“ ასევე აღნიშნეს, რომ პალესტინის აღიარება პალესტინელი ხალხის „ბრძოლის, გამძლეობისა და თავგანწირვის“ დამსახურებული შედეგია.
„ჰამასმა“ გაეროს მოუწოდა, შეწყვიტოს ისრაელთან თანამშრომლობის ყველა ფორმა და სახელმწიფოს წინააღმდეგ „სადამსჯელო ზომები“ მიიღოს.
„მსოფლიოს ერებმა უნდა დაუჭირონ მხარი ჩვენს ხალხს ამ დანაშაულებრივი ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ვიდრე არ მიაღწევს თვითგამორკვევის უფლებას და არ შექმნის დამოუკიდებელ პალესტინის სახელმწიფოს იერუსალიმის დედაქალაქით“, - ნათქვამია განცხადებაში.