მედიის ცნობით, Eurofighter-ის ტიპის ორმა გერმანულმა გამანადგურებელმა ბალტიის ზღვის თავზე რუსული Il-20M ტიპის სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავი გადაიტაცა.
გერმანიის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ ბალტიის ზღვის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში დააფიქსირეს თვითმფრინავი, რომელიც კომუნიკაციის მოთხოვნის მიუხედავად, კონტაქტზე არ გამოდიოდა.
საპასუხოდ, გერმანიაში, როსტოკ-ლააგეს საჰაერო ბაზიდან ორი გერმანული Eurofighter-ის ტიპის გამანადგურებელი აფრინდა.
გერმანიის საჰაერო ძალების ცნობით, თვითმფრინავი რუსული Il-20M ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავი აღმოჩნდა.
ბალტიის ზღვის რეგიონში სიტუაცია ბოლო დროს კიდევ უფრო დაიძაბა რუსეთის საჰაერო სივრცის დარღვევების გამო.