საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის მოთხოვნას ჩინეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ და ევროკავშირის პოლიტიკა დაიცვა. ამის შესახებ მაკრონმა CBS News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
შეკითხვაზე, გააძლიერებს თუ არა ევროკავშირი ზეწოლას ჩინეთზე რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის კონტექსტში, მაკრონმა უპასუხა: „ჩვენ ჩინეთის მიმართ საკუთარ დიპლომატიას ვაწარმოებთ“.
მისი თქმით, ევროკავშირი ჩინეთთან ურთიერთობებში განცალკევების ნაცვლად, რისკების შემცირების სტრატეგიას მიჰყვება.
„მოდით, ყურადღება გავამახვილოთ რამდენიმე მეორად სანქციაზე. ვფიქრობ, სერიოზული დიალოგი უნდა დავიწყოთ იმის გასარკვევად, თუ საიდან და რა მოცულობით იღებს რუსეთი დახმარებას მესამე ქვეყნებიდან და ზეწოლა უნდა გავზარდოთ“, - განმარტა მაკრონმა.
„ამიტომ, მე მჯერა, რომ ეს მიდგომა სწორია, მაგრამ ის უნდა იყოს მიზანმიმართული და პირდაპირ კავშირში რუსეთთან“, - თქვა მაკრონმა.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა ინდოეთსა და ჩინეთს რუსული ნავთობის შესყიდვის გამო ტარიფები უნდა დაუწესოს, რათა რუსეთზე სანქციები გაძლიერდეს.