მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნით, აუცილებელია თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში საქართველოს სრულფასოვანი მონაწილეობა და ამ პროცესებში დიპლომატიური ურთიერთობების აქტიური გამოყენება, ამის შესახებ საუბარია "ქვეყნისQძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2012-2015 წლებისათვის" (BDD) დოკუმენტის პირველად ვარიანტში. მასში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიოში ქვეყნის პოზიტიური და ობიექტური იმიჯის დამკვიდრებაში.
ქვეყნის კულტურისა და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენა შეიძლება იქცეს საგარეო პოლიტიკის ეფექტურ იარაღად, რომელიც მსოფლიოში საქართველოს ადექვატური იმიჯის ფორმირების გზით ჩვენი საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების განხორციელებას შეუწყობს ხელს.
აღნიშნული მიზნების მისაღწევად კი უახლოესი 3 წლის განმავლობაში დაგეგმილია ენერგო მომარაგების მარშრუტების დივერსიფიცირების ხელშეწყობა; ექსპორტის მხარდაჭერა და ქართული პროდუქციისათვის ახალი ბაზრების მოპოვების ხელშეწყობა; უცხოური ინვესტიციების მოზიდვა; საზღვარგარეთ ქართული კულტურისა და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენის ხელშეწყობა და თანამშრომლობა BSEC -ის და სუამის ფორმატებში.