მოვუწოდებ ნაცმოძრაობას მისცენ ხელში მიშას გრძელტარიანი დროშა სარიშვილს, დაუდგნენ გვერდში ვინმე ნანულა, ია ფარულავა და მარიზი, გაიყოლონ კვესიტაძე და მამუკილაშვილი და დააგუგუნონ მათი მოსაწონი აქცია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
მისი თქმით, "ფედერალისტები" და დემოკრატიული პარტნიორები აქციას არ გეგმავენ.
"8 ნოემბრამდე, ილიას დაბადების დღემდე, აქციას არ ვგეგმავთ ფედერალისტები და ჩვენი დემოკრატიული პარტნიორები.
მოვუწოდებ ნაცებს, და ყველას, ვისაც ჩვენი გაკეთებული არ მოსწონს, გააკეთოს თავისი მომავალი 10 დღის განმავლობაში.
პროტესტი ფართოა - ყველასია და სჭირდება ბევრი აქცია.
მოვუწოდებ ნაცმოძრაობას მისცენ ხელში მიშას გრძელტარიანი დროშა სარიშვილს, დაუდგნენ გვერდში ვინმე ნანულა, ია ფარულავა და მარიზი, გაიყოლონ კვესიტაძე და მამუკილაშვილი და დააგუგუნონ მათი მოსაწონი აქცია", - წერს ჩერგოლეიშვილი.