4 ნოემბრის ღამეს ოდესის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ენერგეტიკისა და პორტის ინფრასტრუქტურაზე
ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ კიპერი წერს.
„4 ნოემბრის ღამეს, რეგიონი დრონების მიერ განხორციელებული მასირებული დარტყმების ორი ტალღის ქვეშ მოექცა. საჰაერო თავდაცვის აქტიური მუშაობის მიუხედავად, რომელმაც მტრის სამიზნეების უმეტესობა გაანადგურა, დარტყმები განხორციელდა სამოქალაქო პორტსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. დარტყმებმა ხანძარი გამოიწვია“.
გარდა ამისა, დაზიანდა გზის საფარი, სამრეწველო ობიექტები და აღჭურვილობა.
კიპერის თქმით, მაშველებმა ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. დაშავებულები ან დაღუპულები არ არიან, ამასთან, არ გათიშულა ელექტროენერგია.