ახალ ზელანდიურმა გამოცემა Truth Weekender-მა 10 ყველაზე კონფლიქტური რეგიონი დაასახელა. ათეულში ბოლო ადგილს აფხაზეთი იკავებს.
"საქართველოში ორი სეპარატისტული რეგიონია - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ორი პატარა ცნობილი ტერიტორია საქართველოსგან დამოუკიდებლად ყოფნას 1920-იანი წლების შემდეგ ითხოვს, თუმცა ისინი ამ საკითხში წარმატებას დღემდე ვერ აღწევენ. საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გახდნენ საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკები. აღნიშნულ რეგიონებთან დაკავშირებით დიდი პრობლემები დაიწყო მაშინ, როდესაც 90-იანი წლების დასაწყისში საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და აღადგინა ძველი კონსტიტუცია. ბევრს ჯეროდა რომ მიღებული კონსტიტუცია გააუქმებდა ავტონომიებს და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში უმტკივნეულოდ დარჩებოდნენ. თუმცა, აღნიშნული კონსტიტუციის მიღება გახდა 1992 წლისა და 2008 წლის ომების დაწყება. 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. აფხაზეთი დამოუკიდებლად რუსეთის გარდა ამ დროისთვის ოთხმა ქვეყანამ სცნო: ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ვანუატაუმ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარს ამბობს გაერო, ევროკავშირი და ნატო", - წერს გამოცემა.
ახალ ზელანდიურმა გამოცემამ მსოფლიოს ყველაზე კონფლიქტურ რეგიონად პალესტინა დაასახელა. ათეულში აფხაზეთთან და პალესტინასთან ერთად შემდეგი სადავო ტერიტორიები მოხვდნენ: ტაივანი, ფოლკლენდის კუნძულები, კვიპროსი, ტიბეტი, სამხრეთ ჯორჯია და სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები, გიბრალტარი, დასავლეთ საჰარა და კოსოვო.