ჩვენ გვახსოვს საქართველოს ოკუპაცია 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს და აგრესია უკრაინის წინააღმდეგ 2022 წელს“, ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან საბჭოს წევრებს აჩვენა ამონაბეჭდი ვერსია, რომელიც შეიცავდა ესტონეთის საჰაერო სათვალთვალო რადარებიდან მიღებულ მონაცემებს და დაფიქისირებულ სამიზნეებს.
შემდეგ მინისტრმა წარმოადგინა რუსული MiG-31-ის ტიპისსამივე გამანადგურებლის ფოტო, რომლებიც გასულ პარასკევს ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ, სადაც ჩანს, რომ ისინი „აღჭურვილნი იყვნენ რაკეტებით და საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ მოყვანილი“.
„ეს დარღვევა [ესტონეთის საჰაერო სივრცის] სრულიად ნატელია და რუსეთი კვლავაც იტყუება, როგორც მანამდე ბევრჯერ იტყუებოდა. ჩვენ გვახსოვს საქართველოს ოკუპაცია 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს და აგრესია უკრაინის წინააღმდეგ 2022 წელს...ასე რომ, გთხოვთ, ნუღარ იტყუებით. არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები“, - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.