ზოგიერთი არქეოლოგი აღნიშნავს, რომ ცივილიზაციის შექმნაში ლუდის მონაწილეობის როლი საკმაოდ დიდია. მათი არგუმენტი ასეთია: ქვის ხანის ფერმერები აწარმოებდნენ მარცვლოვნების მოშინაურებას არა მხოლოდ საჭმლის მოპოვების, არამედ მარცვლოვნებისგან ლუდის დასამზადებლად - „გონების განათების მიზნით".
„ნიშნები იმისა, რომ ადამიანებმა განვლეს დიდი გზა მარცვლეულის მოსაწევად და მათგან საკვების მოსამზადებლად, ამასთან ერთად ნადიმები/წვეულებები მნიშვნელობის გაცნობიერება განამტკიცებს იმ მოსაზრებას, რომ მარცვლეული კულტურები გამოიყენებოდა ლუდის დასამზადებლად," - აღნიშნავს კანადის საიმონ ფრეიზერის უნივერსიტეტის არქეოლოგი ბრაიან ჰეიდენი.
„ლუდი წმინდა სასმელია ბევრ ტრადიციულ საზოგადოებაში" - მიაჩნია მას.
სოფლის მეურნეობის განვითარება ქვის ხანის ნეოლითის პერიოდში დაახლოებით 11,500 წლის წინ დაიწყო. ეს ის პერიოდია, როცა მწყემსთა დაჯგუფებები დასახლდნენ და დაიწყეს ერთმანეთთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება, რითაც ხელი შეუწყვეს გაცილებით კომპლექსური სოციალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, რამაც საფუძველი შეუქმნა რთული საზოგადოებების განვითარებას.
ნეოლითის პერიოდის ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ სამხრეთ აღმოსავლეთი აზიის ტერიტორიაზე (რომელსაც ეწოდებოდა „ლევანტი") შექმნეს ნატუფის კულტურა. ისინი იყვნენ პიონერები გარეული მარცვლოვნების გამოყენებაში, რომელთაც შემდგომ ევოლუცია განიცადეს. ასეთი კულტივირების ყველაზე ცხადი განმარტებაა, რომ ის განხორციელდა საკვების მოსაპოვებლად.
არქეოლოგიური მტკიცებულება მიუთითებს, რომ ნეოლითის პერიოდამდე ისეთი მარცვლოვნები როგორიცაა ქერი და ბრინჯი შეადგენდა საკვები რაციონის მხოლოდ უმნიშვნელო ელემენტს, უმეტესწილად იმიტომ რომ ისინი საჭიროებდნენ მეტ შრომას მათგან საკვების დასამზადებლად - საჭირო იყო მათი შეგროვება, განიავება, კანის გაცლა და დაფქვა, ეს ყოველივე მეტად დიდ დროს მოითხოვდა.
თუმცა, სირიაში არსებული ადგილები მიუთითებს რომ ადამიანები ძალიან დიდ მანძილს გადიოდნენ მარცვლოვნების შესაძენად - დაახლოებით 40 - 60 მილს (60-დან 100 კმ-მდე).
ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს რომ მარცვლოვან კულტურებთან დაკავშირებული შრომა მათ უფრო მიმზიდველად აქცევდა ისეთ წვეულებებზე, სადაც სტუმრებს სთავაზობენ მოსამზადებლად რთულ და ძვირფას საკვებს. ლუდის დამზადება შეიძლებოდა ყოფილიყო მარცვლოვნების შეძენის ძირითადი მიზეზი.
„კულტივაციას ხელი შეუწყო არა სმამ და ლუდის ხარშვამ არამედ წვეულებების არსებობამ, რომელმაც დააკავშირა ლუდი და კომპლექსური საზოგადოებების მოთხოვნები," - აღნიშნავს ჰეიდენი.
წვეულებები იყო უფრო მეტი ვიდრე უბრალო შეკრებები - ასეთი ცერემონიები ატარებდა სოციალური თვალსაზრისით სასიცოცხლო მნიშვნელობას ათასწლეულების განმავლობაში ბოლო ვახშმიდან პირველ მადლიერების დღემდე.
„წვეულებები ტრადიციული საზოგადოებების აუცილებელი ელემენტია ვალის ასაღებად, ფრაქციის შესაქმნელად, ადამინებს შორის კავშირების დასამყარებლად, პოლიტიკური ძალაუფლების მოსაპოვებლად, დამხმარე ქსელების შესაქმნელად და ყოველივე აღნიშნული აუცილებელია გაცილებით უფრო კომპლექსური საზოგადოებების ჩამოსაყალიბებლად," განმარტავს ჰეიდენი.
„ტრადიციულ წვეულებებზე მთელ მსოფლიოში ძირითადად სამი ინგრედიენტია წარმოდგნილი," - აღნიშნა მან - „ერთი არის ხორცი. მეორეა გარკვეული ტიპის მარცვლოვანი, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ჰემისფეროში, პურის ან ფაფის სახით. მესამეა ალკოჰოლი და რადგანაც გჭირდებათ დიდი რაოდენობით მარცვლეული მის მისაღებად, ისევე როგორც დრო და ენერგია, მისი წარმოება ხდება თითქმის მხოლოდ ტრადიციულ საზოგადოებებში სპეციალურ გარემოებებში სტუმრებზე შთაბეჭდილების მოსახდენად, მათ გასამხიარულებლად და მასპინძლის მიმართ კეთილგანწყობის ჩამოსაყალიბებლად."
ალკოჰოლური დუღილი ჩანს როგორც საკმაოდ ადრეული გამოგონება რომელიც დაკავშირებული იყო თავდაპირველ მოშინაურებასთან ნეოლითის პერიოდში ჩინეთში, სუდანში, პირველ კერამიკულ სახელოსნოებთან საბერძნეთში და შესაძლოა სიმინდის პირველ გამოყენებასთან. ჰეიდენის მიხედვით ლუდის ხარშვის მტკიცებულება აღმოჩენილია ნატუფელებთან: მთელი საჭირო ტექნოლოგია ადგილზეა - კულტივირებული საფუარი, საფქვავი ქვები, დუღილისთვის საჭირო ჭურჭლები და ცეცხლისგან დამსკდარი ქვები როგორც ბადაგის მოსამზადებლად საჭირო გაცხელების ნიშანი.
"ჩვენ ისევ არ გვაქვს ნატუფელებთან ლუდის ხარშვის პირდაპირი მტკიცებულება, ქვის ჭიქებში დალექილი ლუდის ნაშთები ან რაიმე მსგავსი",- აცხადებს ჰეიდენი. ამასთან იმედოვნებს, რომ „სავარაუდოდ ადამიანები მომავალში აუცილებლად დაიწყებენ მის ძიებას,"