აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ცუდი რამ მოხდება, თუ ავღანეთი ბაგრამის ავიაბაზას შეერთებულ შტატებს არ დაუბრუნებს. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-სი წერს.
„თუ ავღანეთი ბაგრამის ავიაბაზას არ დაუბრუნებს მათ, ვინც ის ააშენა, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ცუდი რამ მოხდება!!!“ - წერს ტრამპი.
ტრამპმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია „თალიბანთან“ ბაგრამის საჰაერო ბაზასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა პირდაპირ განაცხადა, რომ ბაზის სტრატეგიული მდებარეობა ჩინეთში, ბირთვულ ობიექტებთან ახლოს, რომელსაც ავღანეთთან 92-კილომეტრიანი საზღვარი აქვს, მას განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის.
„მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვინდა ეს ბაზა, როგორც იცით, ის არის, რომ ის მდებარეობს ერთი საათის სავალზე იმ ადგილიდან, სადაც ჩინეთი ბირთვულ იარაღს აწარმოებს,“ - განაცხადა ტრამპმა.
ბაგრამის ავიაბაზა დიდი სამხედრო აეროდრომია, რომელიც ავღანეთის დედაქალაქ ქაბულიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს. იგი საბჭოთა კავშირის მიერ 1950-იან წლებში აშენდა და მოგვიანებით, 2001 წლიდან 2021 წლის აგვისტოში აშშ-ის ჯარების გაყვანამდე, ავღანეთში აშშ-სა და ნატოს ოპერაციების მთავარ ცენტრად იქცა.
აეროდრომს აქვს 3.6 კილომეტრიანი ასაფრენი ბილიკი, რომელსაც შეუძლია ბომბდამშენებისა და დიდი სატვირთო თვითმფრინავების მიღება.