უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა გააუქმოს შეზღუდვები კიევის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის შორ მანძილზე მოქმედი ამერიკული იარაღის გამოყენებაზე.
ამის შესახებ Wall Street Journal ორ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
Wall Street Journal-ის ცნობით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს ზელენსკიმ ტრამპს სთხოვა მეტი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტის მიწოდება და ნებართვა ასეთი იარაღის რუსეთში სამიზნეებზე თავდასხმისთვის გამოყენების შესახებ.
გამოცემის ორი წყაროს ცნობით, ტრამპმა უპასუხა, რომ ის ამ იდეის წინააღმდეგი არ იყო.
მათ ასევე დასძინეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს არ აუღია რაიმე კონკრეტული ვალდებულება ასეთი თავდასხმების აკრძალვის მოხსნასთან დაკავშირებით.
ასევე, The Wall Street Journal-ის ცნობით, უკრაინის დელეგაცია მომავალ კვირას ვაშინგტონში გაემგზავრება პენტაგონის მდივან პიტ ჰეგსეტთან მოლაპარაკებებისთვის.
როგორც ცნობილია, ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას არ აძლევს აშშ-ს მიერ მოწოდებული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, კერძოდ, ATACMS-ის, რუსეთზე თავდასხმისთვის გამოყენების უფლებას.